სხვადასხვა
ბიოგაზის დანადგარის მშენებლობა
ბიოგაზის ენერგია არის ნებისმიერ ორგანულ ნივთიერებაში: ფოთოლში, ბალახში, პირუტყვის ნარჩენებსა თუ ნეშომპალაში. ”გაზს, რომელიც წარმოიქმნება ბიომასაში მეთანის დუღილის შედეგად, ბიოგაზი ეწოდება. ბიომასის ლპობა ხდება მეთანოგენების კლასის ბაქტერიების გავლენით. ბიოგაზს სხვანაირად ჭაობის გაზსაც უწოდებენ. ბიოგაზი შედგება: CH4 50-75%, CO2 25-50%, N2 0-10%, H2S 0-3%, O2 0-2%. ასევე ორგანული ნარჩენებისაგან: ბალახი, ფოთლები, წიწვები, ფეკალური მასა და ა.შ.” (მეტი ინფორმაციისთვის http://ka.wikipedia.org/wiki/ბიოგაზი) ეს ენერგია ბიოგაზის დანადგარის მეშვეობით ჩვეულებრივი გაზის სახით მიიღება. ამ დანადგარს სხვადასხვა ქვეყნები მასიურად იყენებენ, ძირითადად სოფლის მეურნეობაში. მას გაჩნია მთელი რიგი უპირატესობები, აგრეთვე ის ფაქტორიც რომ ერთხელ აშენებული ბიოგაზის დანადგარი 10 – 20 წელიწადს დამოუკიდებლად მუშაობს და უსასყიდლოდ გაზს იძლევა, მომგებიანს ხდის სოფლად მცხოვრები მოსახლისთვის. |
ბიოტუალეტის მოწყობა
მშრალი ტიპის ეკო ტუალეტში ურინა და ფეკალიები ერთმანეთისგან განცალკევდება და ჩაედინება ცალ-ცალკე რეზერვუარში. მათი დამუშავების შემდეგ ვიღებთ პათოგენებისგან გასუფთავებულ სასუქს. ტუალეტისთვის არ არის საჭირო წყალი ჩასარეცხად და მის ასაგებად შესაძლებელია ადგილზე არსებული სამშენებლო მასალების გამოყენება. მშრალი ტიპის ეკო ტუალეტის უპირატესობებია: ურინა და ფეკალიები საინტერესო ნედლი მასალაა. მისი გამოყენება შესაძლებელია და უნდა იქნას გამოყენებული სოფლის მეურნეობაში ბუნებრივი საკვები ნივთიერებების ციკლის შესაკრავად და ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დასაცავად დამბინძურებლებისგან. |