პროგრამის შესახებ
ტრადიციული ხელოსნობისა და ეკოინოვაციების განვითარების პროგრამა შემუშავდა და ხორციელდება განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით. მისი მიზანი და ამოცანებია ტრადიციული ხელოსნობის დარგების განვითარება, შინამრეწველთა ქსელის ფორმირება და რეგიონებში მოსახლეობისათვის დამატებითი შემოსავლების გაჩენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია -დანერგვა, ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის და ბიოაგროწარმოების ხელშეწყობა, ეკოინოვაციების, მათ შორის გარემოსდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვა მშენებლობისა და წარმოების სფეროში, ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება და ჩაყენება მოსახლეობის სამსახურში. ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნის გზით ტყეზე ექსპლოატაციის შემცირება, ნარჩენებისაგან ტყის გაწმენდის ღონისძიებების გატარება, რეგიონების, დასახლებების ეკოლოგიზაცია და სხვა. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, დარგის სპეციალისტს, საინტერესო იდეებისა და პროექტების ავტორს. |