ეკომშენებლობა
ხის სახლი
ხის სახლი უვნებელი ლაქ-საღებავებით დამუშავების შემთხვევაში ეკოლოგიურ, ჯანსაღ საცხოვრებელს წარმოადგენს. განვითარებულ მსოფლიოში ეკოლოგიზაციის ტენდენციების გაძლიერებასთან ერთად სულ უფრო პოპულარული ხდება ხის სახლები. ჩვენ გთავაზობთ ხის სახლების აგებას ქართული ტრადიციული ფორმებისა და ორნამენტების გამოყენებით, აგრეთვე თანამედროვე დიზაინით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მასალებით. შეარჩიეთ ჩვენს კატალოგებში თქვენთვის სასურველი ვარიანტი, ანდა დავამუშავებთ სრულიად ორიგინალურ პროექტს და ჩაიბარეთ მზა სახლი შეთანხმებულ ვადებში. იხ. ნიმუშები |
პერლიტის სახლი
ნებისმიერი თანამედროვე მშენებლობა ითხოვს დღეს საშენ მასალებს, რომლებიც საშუალებას იძლევა შემჭიდროებულ ვადებში აშენდეს თბილი, ეკონომიური, ეკოლოგიურად სუფთა და ხანძარუსაფრთხო შენობა-ნაგებობები. ასეთ საინტერესო სამშენებლო მასალის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ პერლიტობეტონი, რომელიც უკვე დიდიხანია ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში ამერიკაში, იაპონიაში, ესპანეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, საბერძნეთში, თურქეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში, და უკვე ჩვენთანაც საქართველოში. ვრცლად პერლიტის შესახებ... |
ნამჯის სახლი
ევროპისა, ამერიკის, რუსეთის, უკრაინის სოფელ ადგილებში სულ უფრო პოპულარული ხდება ნამჯის სახლების მშენებლობა. იგება ხის კარკასი და ბლოკებად ლაგდება შეკრული ნამჯა (ტუკები), ილესება გარედან თიხით ან სილა-ცემენტის ხსნარით, ანდა ეკვრება ფასადის ფილები, უშენდება აგურის პერანგი და სხვა. შიგნიდან ილესება თიხით ან გაჯით, მოპირკეთდება აგურით, ხით და სხვა. ესაა ყველაზე იაფი, ყველაზე ენერგოეფექტური, ეკოლოგიური სახლი. იხ. ნიმუშები |
თიხის სახლი
აბსოლუტურად ეკოლოგიური, ბიოენერგეტიკული სახლი კეთდება თიხისგან. ნედლეული ამისათვის ჩვენში უზარმაზარია და პრაქტიკულად უფასო, აქედან გამომდინარე მშენებლობა ჯდება იაფი, ასევე განუსაზღვრელი, შეუზღუდავი ასპარეზია დიზაინერ-არქიტექტორებისათვის. იხ. ნიმუშები |
თუ თქვენ უკვე აშენებული გაქვთ სახლი და ახლა მოისურვეთ მისი გაჯანსაღება, ჩვენ ამისთვისაც მზადა ვართ...