საპროექტო წინადადება
მთავარი
ტრადიციული ხელოსნობისა და ეკოინოვაციების პროგრამის შემუშავება განპირობებულია იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და გარემოს წინაშე. დასავლეთში უკვე საკმაოდ პოპულარული თემები და ტერმინები: ადამიანის ეკოლოგია, ეკოსახლი, ენერგოეფექტურობა, ეკოავეჯი, გარემოსდამზოგავი ტექნოლოგიები და სხვა ჩვენში მხოლოდ ახლა იწყებს დამკვიდრებას. წარმოდგენილი პროგრამა ამ საქმეში საქართველოში ერთ-ერთი პიონერია და ჯერჯერობით ალბათ ერთადერთია, რომელიც ასე კომპლექსურად უდგება ამ საკითხს და მზადაა მათ გადასაჭრელად.
ჩვენი საქმიანობისა და ინტერესების სფერო მხოლოდ აქ წარმოდგენილით არ ამოიწურება... ჩვენი დევიზია: ჯანსაღი ადამიანი, ჯანსაღი საცხოვრებელი, ჯანსაღი გარემო, სწავლა სიბერემდე, ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზება განურჩევლად ასაკისა და საცხოვრებელი ადგილისა... |